თეგი: თბილისის მერია

კახა კალაძე: მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა - დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსებით - ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ

თბილისის მერის განცხადებით, კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მის უწყებაში კორუფციის ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს „ყოველთვის ვსაუბრობდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ახლაც, განსაკუთრებით წლის დასაწყისში, ამ თემას მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა - დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელებით, ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაცას არასწორად გავაკეთებ და ვერავინ გაიგებსო. ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია ძირშივე იყოს ამოძირკვული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ყოველთვის მზადაა, რომ ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა გამოხატოს, თუმცა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან პრინციპული იქნება. „კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია, რათა უკანონობა არავინ დაუშვას. იცით, რომ ჩემი მხრიდან ყოველთვის გაქვთ თანადგომა. თუ რაიმე საჭიროებაა, პირადი დახმარებაა, მაქსიმალურად მზად ვარ, გვერდით დაგიგდეთ, ხელი შეგიწყოთ, მაგრამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან პრინციპული ვიქნებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე გარევაჭრობის საკითხზე: არავინ გიშლით ამ საქმიანობას, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმაში

გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე გადაყვანის შემდეგ, თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას სხვა მოვაჭრეების მსგავსად, კანონით ნებადართულ სივრცეში, ცივილური ფორმით განაგრძობენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობის აკრძალვის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კანონდარღვევასა და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, გარემოვაჭრეებს კი მუნიციპალიტეტის თუ ბაზრობის ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. „მინდა, შევეხო გარე ვაჭრობის თემას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ კონკრეტულ სივრცეებში, სადაც ვაჭრობა დაშვებული არ არის, ეკონომიკური საქმიანობის წარმოება მოხდეს. ასეთი ფაქტი გვქონდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ბევრი წერილი მოდიოდა მოქალაქეების მხრიდან, რომ იმ ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელი იყო. პარალელურად, დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება, რომლის შედეგად, საფეხმავლო გზები მთლიანად მოწესრიგდება. მოეწყობა ჯებირები, რომ ფეხით გავლა უსაფრთხო იყოს. რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, რომელთაც ტროტუარები ჰქონდათ დაკავებული, მოხდა მათი გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე. არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმოდეს და არ ვხედავდეთ გაჭირვებას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს ქვეყანაში. ძალიან კარგად მესმის ყველას მდგომარეობა, ყველაფერს ვითვალისწინებ, მაგრამ გარევაჭრობა დაუშვებელია, რადგან დიდ დისკომფორტს უქმნის სხვა მოქალაქეებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაუშვებელია, ყველა სახის პროდუქცია ერთად, გარე სივრცეში იყიდებოდეს. „არავინ გიშლით ამ საქმიანობას, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან?! მათ არ უჭირთ?! ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისთვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ ოჯახებში?! რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან. კარგად ესმით, რომ არ შეიძლება გარეთ ვაჭრობა და ყველაფერი ერთად იყიდებოდეს – ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები – ყველი, ხორცი. ეს ნორმალურია?! ამიტომ, ეს ვერ იქნება დაშვებული“, – განაცხადა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ ბაზრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისა და გარემოვაჭრეების სათანადო პირობებით უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბაზრობის დირექციას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რათა მოგვცეს შესაძლებლობა, გარე მოვაჭრეებისთვის გამოყოფილიყო შესაბამისი სივრცე და მათ ნორმალურ პირობებში მუშაობა შესძლებოდათ. მათ აქვთ საშუალება, თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ბაზრობის ტერიტორიაზე, ყოველგვარი პრობლემის გარეშე განაგრძონ. ასე რომ, ეს დამოკიდებულება იქნება ყველგან. სივრცეებში, სადაც აკრძალულია გარევაჭრობა, ამას ვერ დავუშვებთ. წესრიგი მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენი საქმიანობით სხვას ხელი არ უნდა შევუშალოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია: დედაქალაქში მყოფი უკრაინის მოქალაქეები სპორტული, საგანმანათლებლო და სახელოვნებო მუნიციპალური სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მყოფი უკრაინის მოქალაქეები სპორტული, საგანმანათლებლო და სახელოვნებო მუნიციპალური სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. „თბილისის მუნიციპალიტეტი უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკების, ხელოვნების სკოლების მომსახურებით“, – აცხადებენ მერიაში. ასევე წაიკითხეთ: კახა კალაძე: თბილისში იქნება რამდენიმე ადგილი, სადაც უკრაინის დასახმარებლად მოქალაეებს პროდუქტების მიტანა შეეძლებათ

31 მარტიდან ავტომობილის ევაკუაციის საფასური 60-დან 150-ლარამდე იზრდება

თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება  შედის. თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს. ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა. ცნობისათვის, აქამდე სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასური 60 ლარს შეადგენდა. სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი კი 10 ლარს. 

ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა

ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ადგილი აქვს ხეების წაქცევის, ხის ტოტების მტვრევის, სახურავების დაზიანების ფაქტებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თბილისის მერიის ცნობით, ძლიერმა ქარმა კრწანისის რაიონში ისტორიულ ძეგლს სახურავი გადახადა და შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა. „ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ. თბილისის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებიან. ამასთან, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ტერიტორიიდან დამტვრეული ხეები და ხის ტოტები გააქვთ“, - აცხადებენ თბილისის მერიაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარი 13 აპრილსაც არის მოსალოდნელი. შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დროებით ჩამოხსნილია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დროშა კვლავ აღიმართება. უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22

რამ გამოიწვია მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობის შეფერხება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. თბილისის მერიის განცხადებით, შეფერხება მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვი.  „ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისი სამსახურის ჯგუფმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.  

4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, თბილისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტს მონიტორინგს მუდმივად უწევს. „ჩვენ წამოვიწყეთ უდიდესი რეფორმა, რომლის ფარგლებში, ძველი ავტობუსები მთლიანად ჩავანაცვლეთ და განვაახლეთ. ასევე, მიკროავტობუსები მთლიანად განახლდა. გვაქვს ახალი მარშრუტები, არის ბევრი სიახლე. რა თქმა უნდა, გარკვეული დისკომფორტი შეიძლება იყოს, თუმცა, თბილისის მერია მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. დაკვირვების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდეს. იგეგმება ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას. მომატებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის ამოქმედდება ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი“, – აღნიშნა თბილისის მერმა. დაგეგმილია შემდეგი საავტობუსე მარშრუტების ამოქმედება: N293 მარშრუტი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის; N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N444; ასევე, N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N546; N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს; N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს; ამასთან, ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი: N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას. N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას, ხოლო N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტამდე“ იმოძრავებს.  

შს სამინისტრომ ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ილია ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.  

თბილისის მერია: აქციის გამო, ამაღლების ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

მიმდინარე აქციის გამო, ამაღლების ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, – აცხადებენ თბილისის მერიაში. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები კოჯრის, წავკისისა და კიკეთის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან. მძღოლებს აღნიშნული მიმართულებით, გადაადგილება შეუძლიათ ორთაჭალიდან, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზით. დღეს, 2 ივლისს თბილისში ,„პრაიდ კვირეულის“ ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი იმართება. ღონისძიება დახურულია. ამის მიუხედავად, პარალელურად, „ალტ-ინფოსა" და „კონსერვატიული მოძრაობის" მოწოდებით, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 12:00 საათისთვის მოქალაქეების ჯგუფები შეიკრიბნენ. აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები. მათ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება გააპროტესტეს და ლგბტ დროშა დაწვეს. შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან გადაინაცვლეს და NATO-სა და ევროკავშირის დროშები დაწვეს. მანამდე კი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და ლგბტ დროშები დაყარეს. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მთაწმინდაზე 17 ადამიანი დააკავეს, რომლებიც "თბილისი პრაიდის" ორგანიზებული ფესტივალის გამართვას აპროტესტებდნენ და ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ტერიტორიზე შესვლაში ხელს უშლიდნენ. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყების თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განმარტებას ავრცელებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ინფორმაცია ვრცელდება არასწორად და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას. როგორც იცით, თბილისის მერიამ რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში აამოქმედა სპეციალური პროგრამა - საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც მოგვმართავს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით, დედაქალაქის მერია ათავსებს სხვადასხვა სასტუმროში, სამჯერადი კვებით. პროგრამის ფარგლებში, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5 100-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 2 300 ადამიანზე მეტი დღესაც, დედაქალაქის 40-მდე სასტუმროში გვყავს დაბინავებული. ამ მიზნით, ბიუჯეტიდან ჯამურად დაიხარჯა 11 მლნ. ლარი, ხოლო თვის ბოლოს თანხა მიაღწევს, დაახლოებით, 14 მლნ ლარს. აღნიშნული პროგრამა თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და პირველი აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულების შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას - ოჯახზე 300 ლარს და დამატებით სულზე 45 ლარს. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 31 ივლისს, თბილისის მერია მიმდინარე პროგრამას შეწყვეტს“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. მანამდე, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ „თბილისის მერია უკრაინელ ლტოლვილებს საცხოვრებლების გარეშე ტოვებს და საკვებისთვის ერთ ადამიანზე თვეში 45 ლარი გამოყვეს“.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების უნებართვო კონსტრუქციები აიღეს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორია გასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე. ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს, რის შემდეგაც ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა. „მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, ახლომდებარე ბაზრობებზე სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. ისინი სპეციალური საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ“, – აცხადებენ მერიაში.  

თბილისის მერიამ უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა

თბილისის მერიის განცხადებით, უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა. მისივე ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა „თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება. თბილისში მცხოვრებ უკრაინელ მოქალაქეებს უფასო მომსახურებას უწევს შემდეგი მუნიციპალური ცენტრები: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი „იმედი“, თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: აკრობატიკის ცენტრი, ტანვარჯიშის ცენტრი, წყნეთის სპორტული კომპლექსი; თბილისის მერიის მ. ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრი, თბილისის მერიის ვ. კაჭარავას სახელობის ფრენბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრი, გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: გლდანის საცურაო აუზი, კულა გლდანელის სახელობის ჭიდაობის დარბაზი, მუხიანის სარაგბო კომპლექსი, ნაძალადევის სპორტული კომპლექსი; ა(ა)იპ „ჩოგბურთის განვითარება“, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: ლილოს სპორტული ცენტრი, ვაზისუბნის სარაგბო მოედანი, ჩოგბურთის კორტები, ვარკეთილის ჭიდაობის დარბაზი, ლილოს საცურაო აუზი; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, თბილისის თეატრი „გლობუსი“, სამეფო უბნის თეატრი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება და მისი ფილიალები; თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლა; თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის N6 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის N7 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის მ. კოსტავას სახელობის N8 ხელოვნების სკოლა, თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის N10 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია, თბილისის მერიის დავით ანდღულაძის სახელობის N14 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სახ. ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია, თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კახა კალაძე: თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანებას შეძლებენ

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად, რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ბევრჯერ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელექტრონული მუნიციპალური სერვისები, მათი გამართულად მუშაობა, რათა ადამიანებს არ დასჭირდეთ დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ან გამგეობაში მისვლა და შეეძლოთ, სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით, კომპიუტერით მიიღონ სხვადასხვა მუნიციპალური სერვისი. თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სერვისით სარგებლობის დროს, მოქალაქეებს უწევდათ, რომ ყველა აპლიკაციაში შესვლისას ჰქონოდათ სხვადასხვა ანგარიში, სხვადასხვა პაროლი, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა. შესაბამისად, ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმით, შესაძლებელია, იყოს ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი. მომხმარებელთა მონაცემების გაერთიანება დაგეგმილია მიმდინარე წლის 15 აგვისტოს. 15 აგვისტოდან მონაცემთა სრულყოფისთვის მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ“, – განაცხადა კახა კალაძემ. კალაძის თქმით, ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს. „მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციისას, სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით. ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე – 1399, სადაც მაქსიმალურად დაგეხმარებიან და ყველაფერს აგიხსნიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.  

თბილისის მერი: ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იზღუდება

ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 3 აგვისტოს, 23:00 საათიდან, ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას ქუჩის გავლით, ზურაბიშვილის ქუჩაზე და თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად. „როგორც იცით, ქეთევან დედოფლის გამზირის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა. პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები იწყება. კერძოდ, დაგეგმილია საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ბოლო ფენის დაგება. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შექმნილი დისკომფორტის გარეშე, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს, ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა – მეტროსადგური, სკვერები და ა.შ. მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ დედაქალაქებშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის პარკინგის მომხმარებლები დროებით არ დაჯარიმდებიან

თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში,​ ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს დღეიდან ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ. რეფორმის გამო, ფიქსირდება ტექნიკური შეფერხებები, რომლის დროსაც იარსებებს საშეღავათო პერიოდი და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ დაჯარიმდებიან. ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე – 1399“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. საბაგირო გზაზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  "აღნშნული სამუშაოებიდან გამომდინარე,  კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით - 16 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.  

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებულებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები. მათ პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს. მოსარგებლეებს მომსახურების მიღება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში შეუძლიათ. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ თანახმად, თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 300 ადამიანი. მოსარგებლეებს საცურაო აუზის ან ფიტნეს დარბაზის თავისუფალი არჩევის საშუალება აქვთ.  

მომხმარებლები თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის გამოყენებას 22 აგვისტოდან ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ

თბილისის ყველა მუნიციპალური ელექტრონული სისტემა, სადაც გარკვეული ხარვეზები ფიქსირდებოდა, 22 აგვისტოდან შეუფერხებლად იმუშავებს. თბილისის მერიის ცნობით, სისტემის განახლების გამო, რომელიც მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან დაიწყო, ფიქსირდებოდა ტექნიკური შეფერხებები და ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ ჯარიმდებოდნენ. უწყების ცნობით, სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრილია და 22 აგვისტოდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები სისტემით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ. „ტექნიკური შეფერხებები ამ დროისთვის, ასევე, აღარ ფიქსირდება თბილისის ტაქსის მომხმარებლებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიიღებენ. თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მოხდა სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ. ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე - 1399“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების შემოტანა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების შეეძლებათ. „თბილისის მერიის მიერ დაფინანსდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულაზე. სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100% დაფინანსება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ. „მინდა, ავღნიშნო, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ. მინდა, მივულოცო მათ სტუდენტობა და ვუსურვო წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა), ასევე, გაიცემა ფინანსური წახალისება სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული მაგისტრანტებისთვის (თბილისის მერიის სტიპენდია). პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წელს 3 964 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის 2 962 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 1 038 წარჩინებულ მაგისტრანტზე თბილისის მერიის სტიპენდია გაიცა.  

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესაებ თბილისის მერია ავრცელებს. მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 715 000 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს ჰიდროიზოლაცია მოეწყო და ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი 2 300 კვ.მ ფართობზე დაიგო.  „ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ფაზა - გზის დაგება, რაც დღეს, საღამოს მთლიანად დასრულებული იქნება. ამის შემდეგ „თბილსერვის ჯგუფი“ არსებულ ტერიტორიას დაასუფთავებს და დროებითი დახაზვა მოხდება. საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, მეტეხის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენარჩუნდა ისტორიული მოაჯირები, შეიცვალა საფეხმავლო ფილები, სადრენაჟე სისტემა მთლიანად გამოიცვალა. ასევე, არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, რომელიც ხიდს სჭირდება. პროექტით ესეც შესრულდა. გაკეთდა ღამის მინათებები. საკმაოდ ეფექტური და ლამაზი პროექტი გამოვიდა“, - განაცხადა კალაძემ. დასრულებული სამუშაოები, მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან ნაროუშვილმა, ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, ასევე, კრწანისისა და ისნის რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ლევან ჯაფარიძემ და კახა ლაბუჩიძემ დაათვალიერეს.  

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კანდიდატები, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა. მისი თქმით, „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ფონდის დირექტორის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურაა წარდგენილი. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ჯღარკავას, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციას თბილისის მთავრობაში და მისი ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ლევანი იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, შემდეგ გადაინაცვლა მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე და ბოლოს იკავებდა „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის თანამდებობას. ლევანი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს საჯარო მოხელე, რომელიც პროფესიონალურად, კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და საკუთარ საქმეს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას უკვე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და დარწმუნებული ვარ, იქაც წარმატებული იქნება და ემსახურება ქვეყანას. „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურას წარვადგენთ, რომელიც დღემდე შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გიორგი არის პროფესიით იურისტი, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში წამყვან პოზიციებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება. 2017 წლიდან არის თბილისის მთავრობის წევრი და კეთილსინდისიერად ემსახურება დედაქალაქს. ის არის საქმის პროფესიონალი“, - აღნიშნა მერმა. ამასთან, კახა კალაძის თქმით, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ქეთევან შუბითიძის კანდიდატურა. მისივე განმარტებით, შუბითიძეს საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების სპეციალობით, 2011 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შესყიდვების მიმართულებით და გააჩნია საკმაოდ კარგი გამოცდილება. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას კი ლაშა მაჭავარიანი დაიკავებს, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა. მერის თქმით, მაჭავარიანის ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. „ლაშას განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და უცხოეთში ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის მსოფლიო ბანკში, ასევე სახელმწიფო უწყებებში წამყვან პოზიციებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას, მერმა გიორგი მარგებაძის კანდიდატურა წარადგინა. მისი თქმით, მარგებაძე დღემდე სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს და კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სააგენტოს გამართული მუშაობა მუნიციპალიტეტისთვის, თითოეული თბილისელისთვის. „მას განათლება მიღებული აქვს ინფორმატიკის სისტემების მიმართულებით, ასევე, არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მაგისტრი. წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, აქვს საკმაოდ მდიდარი სამუშაო გამოცდილება“, - აღნიშნა კალაძემ. მერმა წარდგენილ კანდიდატებს ახალ პოზიციებზე წარმატება უსურვა, რადგან, მისი თქმით, მათი წარმატებული საქმიანობა დედაქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.  

თბილისში, 60 წელს გადაცილებულებისთვის საცურაო აუზებითა და ფიტნესდარბაზებით სარგებლობისთვის რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება

თბილისის მერია პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, 60 წელს გადაცილებულებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნესდარბაზების მომსახურებას დააფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება. „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, პროგრამა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ითვალისწინებს, რომ თბილისში რეგისტრირებულ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ინფრასტრუქტურა – საცურაო აუზები და ფიტნესზონები უფასოდ გამოიყენონ. პროგრამა, პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, საპილოტე რეჟიმში განხორციელდება ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში – ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში და გლდანის სპორტულ კომპლექსში, ხოლო შემდგომ, ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუნიციპალური სპორტული ობიექტი და აგრეთვე კერძო ობიექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება, სერვისით სარგებლობა კი 3 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. „რეგისტრაცია დაიწყება 19 სექტემბრიდან, პროგრამის განმახორციელებელ ორ სპორტულ ობიექტზე, ხოლო სერვისით სარგებლობა დარეგისტრირებულ მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ 3 ოქტომბრიდან. პროგრამის ფარგლებში, მომსახურების მიღება შესაძლებელია 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში. პროგრამა საპილოტეა. დავაკვირდებით და თუ საჭირო იქნება, ცვლილებებსაც შევიტანთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 032 2 24 03 04; სპორტული ობიექტების მისამართებია: ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი – ზღვის უბანი, 11 მ/რ-ნი, მე-3 კვ. N58 კორპუსის მიმდებარედ; გლდანის სპორტული კომპლექსი – გლდანის V მ/რ, კორპ.N8-ის მიმდებარე ტერიტორია, ვეკუას N127.  

თბილისში, მელიქიშვილის გამზირი გაიხსნა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირი გაიხსნა. შესაბამისად, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. "პროექტის ფარგლებში, მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, განახლდა წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა განათების ქსელი LED სანათებით. მოეწყო ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდა შშმ პირებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში. უწყების ცნობით, პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარი დახარჯა.  

ქუჩის მხატვრობის მხარდასაჭერად, თბილისის მერია 500 000 ლარს გამოყოფს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქუჩის მხატვრობის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯამში, 100-მდე კედელია მოხატული, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანების მიერ. მისივე თქმით, ქუჩის მხატვრობის მხარდასაჭერად, თბილისის მერია 500 000 ლარს გამოყოფს. „დედაქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების ფონზე, მისი კულტურული იერსახეც იცვლება და ორგანულ კავშირში ებმება ქუჩის ხელოვნებასთან. ქალაქების ურბანული იდენტურობისა და მათი მიმზიდველობის მნიშვნელოვან ნაწილად ქცევის პერსპექტივა, ბერლინისა და სხვა ევროპული ქალაქების მაგალითზე, ქართველმა ხელოვანებმა და კურატორებმაც დაინახეს და დასავლური ქვეყნების ურბანისტული კულტურის ორგანულ ნაწილად ქცეული StreetArt-ის გადმოტანა ქართულ რეალობაშიც გადაწყვიტეს. ამას მივესალმებით და მხარს ვუჭერთ. დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში უკვე 100-მდე კედელია მოხატული, მათ ავტორებს შორის არიან გამოცდილი უცხოელი არტისტები, ცნობილი ქართველი ხელოვანები და დამწყები ქუჩის მხატვრები, რომელთათვის ეს დიდი გამოწვევა იყო. ქუჩის მხატვრობის ფესტივალ „ნიკოსა“ და „თბილისი მურალ ფესტის“ ფარგლებში, ასევე კიდევ რამდენიმე ორგანიზაციისა და დამოუკიდებელი ხელოვანის მიერ შექმნილი განსხვავებული თემატიკის ნამუშევრები არამარტო აფერადებს ქალაქს, არამედ ქმნის ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ საშუალება, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება და ხედვა“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მოადგილეებს დაავალა, რომ ქუჩის მხატვრობა მეტად წახალისდეს და ამ მიზნით, ახალგაზრდა ხელოვანებთან შეხვედრა გამართონ. „მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, რომ კიდევ ერთხელ შეხვდეთ ამ დარგის წარმომადგენლებს და მაქსიმალურად დავეხმაროთ. 2019 წელს, დაახლოებით, 100 000 ლარი გამოვყავით მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. ეს თანხები ყოველწლიურად იზრდება. მზად ვართ, 500 000 ლარი გამოვყოთ, რომ თბილისი კიდევ უფრო ფერადი გახდეს. ახალგაზრდებს კი თავიანთი ნიჭის განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, 25 სექტემბერს ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

„თბილისიმარათონი 2022“-თან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის გამზირიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე, 25 სექტემბრის 00:00-დან 11:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.   დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მოძრაობა თავისუფლების მოედანზე შეზღუდული იქნება და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც, ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.  გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და თაბუკაშვილის ქუჩიდან; ასევე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მარჯანიშვილის მოედანზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით; ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება სრულად აიკრძალება, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება  მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან.  გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდს. გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გოგიბერიძის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩაზე და მშრალი ხიდიდან სკუდიერის ქუჩამდე, სკუდიერის ქუჩიდან კი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ორივე ამსვლელ პანდუსზე შეეძლებათ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასალის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში კი, მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ასევე, შეეხება მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას.  ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო გადაადგილება ასევე, შეიზღუდება ორთაჭალის მხრიდან გორგასალის ქუჩაზე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. კრწანისის მოედნისკენ  მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას პირველ ეტაპზე, აბანოს, ფირდოუსისა და ისპაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, საიდანაც დაუკავშირდებიან გრიშაშვილის ქუჩას, დაუბრუნდებიან გორგასალის ქუჩას და მოძრაობას კრწანისის მოედნის მიმართულებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ.  „თბილისიმარათონის“ მსვლელობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:  N301, N344, N345, N350 და N371 ავტობუსები იმოძრავებენ კრწანისის მოედნამდე, გულუას ქუჩის საშუალებით უკან მობრუნდებიან, გულუას მოედნიდან კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N362 და N368 სადგურის მოედნიდან გადაადგილდებიან  ნინოშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ჩიტაიას ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ; ავტობუსები: N328 და N353 ჩიტაიას მოედნიდან მგზავრებს ჩიტაიას ქუჩის გავლით, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების საშუალებით მოემსახურებიან და სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილისა და ჩიტაიას ქუჩების გავლით, ჩიტაიას მოედანს დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.  ავტობუსები: N306 და N308  იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N320 დიღმის მასივიდან იმოძრავებს სადგურის მოედნამდე; N342, N352, N358, N326, N314 და N311 ავტობუსები იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე; N316, N324, N364, N374, N380, N382, N383 და N390 იმოძრავებენ ამაღლების ქუჩა N11-მდე; ავტობუსები: N359 და N388 ვაკიდან იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N337 იმოძრავებს აეროპორტიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე, შემდეგ გადავა ქეთევან დედოფლის გამზირზე და მეტროსადგურ „ისნის“ გავლით, გზას დადგენილი სქემით, აეროპორტის მიმართულებით განაგრძობს.  ავტობუსი N331 კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით და „ისნიდან“ უკან, კრწანისის ქუჩის მიმართულებით დაბრუნდება; N310  ავტობუსი იმოძრავებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან გმირთა მოედნამდე და უკუმიმართულებისას, გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით გადაადგილდება; ავტობუსი N300 სადგურის მოედნიდან იმოძრავებს მარიჯანის ქუჩის მიმართულებით; N391 ავტობუსს დადგენილი მარშრუტი შეეცვლება და გოთუას ქუჩიდან იმოძრავებს სააკაძისა და გმირთა მოედნების, თამარ მეფის გამზირის,  წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და  ბუხაიძის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბრამდე“. უკუმიმართულებისას, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ბუხაიძისა და ჩიქობავას ქუჩების გავლით, ავტობუსი გადაინაცვლებს ჩიტაიას მოედანზე, შემდეგ კი, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის,  კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებით თამარ მეფის გამზირს, გმირთა მოედანს, სააკაძის მოედანსა და გოთუას ქუჩას დაუკავშირდება.  ავტობუსი N333 ქეთევან დედოფლის გამზირიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩისკენ იმოძრავებს, დაუკავშირდება ბუშის ქუჩას, რის შემდეგაც, ლეხ კაჩინსკის, ზურაბაშვილის, წურწუმიას ქუჩისა და ავლაბრის მოედნის გავლით, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება ევროპის მოედანს, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრის მოედანს და იმოძრავებს წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაინაცვლებს და სვლას არსებული სქემით განაგრძობს.  რაც შეეხება N416, N417, N436, N462, N477, N507, N522 და N529-ს, აღნიშნული მიკროავტობუსები სადგურის მოედნიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით, გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების საშუალებით იმოძრავებენ;  მიკროავტობუსები: N532 და N541 იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და შემდეგ უკან, დადგენილი სქემით; მიკროავტობუსები: N472, N534 და N540  ავლაბრის მოედნიდან გზას კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, შემდეგ ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან თამარ მეფის გამზირს და გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები ავლაბრის მოედანთან მისასვლელად, გმირთა მოედნიდან თამარ მეფის გამზირს, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს გაივლიან, ევროპის მოედანზე დატრიალდებიან და ბარათაშვილის აღმართიდან არსებული სქემით იმოძრავებენ.  N427 მიკროავტობუსი იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე; მიკროავტობუსები: N462 და N528 ავლაბრის მოედნიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით, სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავლაბრის მოედანთან მისასვლელად, მიკროავტობუსები გმირთა მოედნიდან თამარ მეფის გამზირის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებენ, ევროპის მოედანზე დატრიალდებიან და ბარათაშვილის აღმართიდან დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.  მიკროავტობუსი N480 იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნამდე“ და უკან; N550 მიკროავტობუსი იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე; N536 მიკროავტობუსი წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების გავლით, შემდეგ ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით, ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი ხეთაგუროვის, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით, თამარ მეფის გამზირს დაუკავშირდება და წინამძღვრიშვილის ქუჩის საშუალებით, მოძრაობას წერეთლის გამზირზე, დადგენილი სქემით განაგრძობს.  

კახა კალაძე თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ ბერნის მერს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებაზე, ნარჩენების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „მიხარია, რომ ჩვენს ქალაქებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე პრაქტიკაში სრულდება. გვაქვს შესაძლებლობა, ნარჩენების მართვის თვალსაზრისით თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ამ მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ ვიზიტი „თბილისობის“ დღეებს ვერ დაემთხვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქი თქვენზე სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოახდენს. დღეს და ხვალ გვექნება საშუალება, ერთად დავათვალიეროთ დედაქალაქის კონკრეტული ადგილები“, – განაცხადა კახა კალაძემ. ბერნის მერმა თბილისელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვა და ამ მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვანი საკითხია. „მიხარია, რომ ქალაქებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სრულდება და ერთმანეთისთვის ნარჩენების მართვის კუთხით, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. აღნიშნული საკითხი ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კი ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ქალაქი ნამდვილად მოგვეწონება – ქალაქი, რომელიც სავსეა ისტორიითა და კულტურით. ჩამოვედი მხარდაჭერის გამოსახატად გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. შევეხეთ ინფრასტრუქტურის თემას. ინფრასტრუქტურის განვითარება ხალხის კეთილდღეობისთვის ამოსავალი წერტილია. გვაქვს გეგმები, როგორ გავაუმჯობესოთ დედაქალაქში ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა ბერნის მერმა. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობა და „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“ გააცნეს, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების კონსორციუმმა შეიმუშავა. ორმხრივ შეხვედრას ასევე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე, ბერნის ნარჩენების მართვის საწარმოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბით ამანი და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია დაესწრნენ.  

კახა კალაძე: როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას

როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას, მაგალითად, გუშინ 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას. მაგალითად, გუშინ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ვერ მოახერხა 1650 ბრუნის გაკეთება. 1650-ჯერ ვერ მოემსახურა თბილისის მოსახლეობას. დაახლოებით 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ, ეს ძალიან დიდი ციფრია. ვაკვირდებით დედაქალაქში კერძო ავტომობილების გადაადგილებას. გასულ წელს, დეკემბრის პერიოდში, ქალაქში 460 ათასი ავტომობილი მოძრაობდა. დღეს, ყოველდღე დედაქალაში მოძრაობს 590 000 კერძო ავტომობილი. ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა“, -აღნიშნავს კალაძე. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კალაძე  

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი: შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული

შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი, - თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში, გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა „შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ. ექსპერტიზა აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, რეაბილიტაციაშიც ვერ ჩაეშვებოდა. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც, აქამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა",- განაცხადა გიგაშვილმა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

თბილისის მერის მოადგილე: ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენი თანამშრომლები ჩართულ აუზში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განმარტებით, ვაკის პარკში მდებარე შადრევნის რეაბილიტაციის პროცესი აგვისტოში დასრულდა და მას შემდეგ სისტემის ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი, იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას ყოველთვის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ითხოვს. „მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს ქალაქში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გვქონია. ამ შემთხვევაშიც, გათვალისწინებული იყო კონკრეტული „რელე“, რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს. ახლა გამოძიების საგანია, რატომ არ იმუშავა ამ ხელსაწყომ. ამასთან, რეალურად შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა აგვისტოს ბოლოს, რის შემდეგაც, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულ შადრევანში, აქტიურად აკეთებდნენ სისტემის ტესტირებას და რაიმე შემთხვევა არც ერთხელ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. დედაქალაქის მერის მოადგილემ იმ პროცედურებზეც ისაუბრა, რომელიც პროექტმა გაიარა. „კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალიტეტში, წარიმართა შემდეგნაირად: ჩვენ შევისყიდეთ კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ჩავიბარეთ დაექსპერტებული, ანუ მას მოჰყვა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა და დაიწყო უშუალოდ კასკადის რეაბილიტაციის განხორციელება. ამ პროცესში ასევე ჩართულია მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც უწევს ტექნიკურ ზედამხედველობას და აკეთებს მოცულობების დადასტურებას, ანუ რა მოცულობები და რა სახის მასალები შემოვიდა ობიექტზე. როდესაც მოდის კონკრეტული ეტაპის მიღება-ჩაბარების დრო, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რისი საფუძველიც არის საექსპერტო დასკვნა ჩატარებულ სამუშაოებზე. საექსპერტო ბიურო ადარებს პროექტის შესაბამისობას შესრულებულ სამუშაოსთან და წერს შესაბამის დადებით დასკვნას, რომლის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოს ჩაბარება ხდება“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი: ვაკის პარკის ტერიტორიაზე ყველა სამუშაო იყო პროექტის შესაბამისად შესრულებული

სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ ამაზე პასუხი ვაგო,- ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე მოწყობილი ყველა სამუშაო შესრულებული იყო პროექტის შესაბამისად. "სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ჩვენ სტრუქტურულად ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ამ ეტაპისთვის, მიწოდებულია. ამ წუთებშიც რაღაც კონკრეტული ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს, რომელიც აუცილებელი იქნება გამოძიების სრულყოფილად წარმართვისთვის", - განაცხადა გიგაშვილმა. ვაკეში მდებარე სამების ეკლესიაში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი, მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

თბილისის მერიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ

დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომას მოითხოვენ. ამასთან, საპროტესტი აქციის ორგნიზატორები სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

რას პასუხობს თბილისის მერია LMC-ს, რომლის განცხადებით, შადრევნის პროექტში, ცვლილებები სამუშაო პროცესის დროს შევიდა

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს „ელ ემ სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით არის აღნიშნული: ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“, - თბილისის მერია ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით კომპანია „ელ ემ სის“ წარმომადგენლის განცხადებას პასუხობს. LMC-ის წარმომადგენელი: ვაკის პარკის შადრევნის პროექტში, ცვლილებები სამუშაოს პროცესში მოხდა „გვინდა, გამოვეხმაუროთ შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს, მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს „ელ ემ სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით არის აღნიშნული: ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“. პროექტში ასევე, მითითებულია დანადგარის ტექნიკური მონაცემები. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, თბილისის მერიის, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან და მზად არიან, პასუხი გასცენ ყველა შეკითხვას. ასევე, პასუხი აგონ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გადაცდომას. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 18 მაისს, ტენდერის შესაბამისად, გააფორმა ხელშეკრულება შპს „ელ ემ სისთან“, რომლის მიზანი იყო ვაკის პარკში არსებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა, - თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. კახა კალაძე: ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც „დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა. ცნობისთვის, გიგა გიგაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა კახა კალაძე: თუკი ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო კახა კალაძე ვაკის პარკში მომხადარ ტრაგედიაზე: კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანსწორია, კანონი ვერ იქნება, ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხით აღარ შეისყიდის

თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით აღარ შეისყიდის, ახალი ავტობუსების შესყიდვა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შესყიდვის პროცედურები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ის ითვალისწინებს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას 2023-2024 წლებში და ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. „აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, განსაკუთრებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება შესყიდვის პროცედურები, რაც ითვალისწინებს 2023-2024 წლებში, თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას და ამ ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ცხადია, ეს ავტობუსები ყველა ქუჩაზე ვერ იმოძრავებენ, თავისი ზომებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე. ამდენად, კონკრეტულ ქუჩებზე ყველაფერს ისე მოვაწესრიგებთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ლევან ნაროუშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხდა, აღნიშნულ პოსტზე მას გიორგი აბუთიძე შეცვლის. „მუნიციპალიტეტში გვაქვს საკადრო ცვლილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ნაროუშვილს თბილისის მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი მუშაობისთვის. ლევან ნაროუშვილი ბოლოს ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს. მან მიიღო გადაწყვეტილება კერძო სექტორში გადასვლასთან დაკავშირებით. ზოგადად, კერძო სექტორი ძალიან დიდ კონკურენციას გვიწევს კადრების წაყვანის თვალსაზრისით. მინდა, მადლობა ვუთხრა ლევანს იმ შრომისთვის, რომელიც წლების განმავლობაში, გასწია ჩვენი ქალაქისთვის, ყველა იმ სამსახურისთვის, სადაც საქმიანობდა. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გიორგი აბუთიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად, საკრებულოს მომდევნო დღეებში გადაეგზავნება.  

თბილისის მერიის ჯანდაცვის პროგრამების წლიური ბიუჯეტი 50 690 900 ლარია

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ჯანდაცვის მიმართულებით ცხრა მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს, რომლის წლიური ბიუჯეტი 50 690 900 ლარია. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროგრამების საშუალებით, უამრავ ადამიანს აქვს ხელშეწყობა და თანადგომა, როგორც მერიის შესაბამისი სამსახურების, ასევე რაიონული გამგეობების მხრიდან. „დედაქალაქის მერია ძალიან ბევრ პროგრამას ახორციელებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. უამრავ ოჯახსა და ადამიანს ვეხმარებით და აქვთ ხელშეწყობა, როგორც მერიის შესაბამისი სამსახურების, ასევე, გამგეობების მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ იცოდეთ – ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის გექნებათ, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით“, – აღნიშნა კალაძემ. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია ჯანდაცვის პროგრამების შესახებ, რომლებსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს: 1. სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად, ერთ მოქალაქეზე 500 ლარის ღირებულების არამატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. პროგრამის ბიუჯეტი 10 000 000 ლარია. დღეისთვის პროგრამით 20 583–მა პენსიონერმა ისარგებლა. დაფინანსებულია 47 501 შემთხვევა. 2. მიმდინარე წელს „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით“ განსაზღვრულ მომსახურებას დაემატა მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება და დღეისთვის მერია 113 მოქალაქეს აფინანსებს. ერთი პაციენტისთვის წელიწადში 25 000 ლარია გათვალისწინებული, პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი 1 796 500 ლარს შეადგენს. 3. „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 45 მოქალაქეს დაუფინანსდა ძვლის ტვინის გადანერგვა და მასთან დაკავშირებული კვლევები, ხოლო ხუთ მოქალაქეს ღვიძლის გადანერგვა. ძვლის ტვინის გადანერგვას მერია 10 000–დან 235 000 ლარამდე თანხით აფინანსებს, ხოლო ღვიძლის გადანერგვას 70 000 ლარით. პროგრამის ბიუჯეტია 8 000 000 ლარი. 4. „დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარგლებში, მერიამ 117 024 შემთხვევა დააფინანსა, მათ შორის, 101 865 შემთხვევას თბილისის მერიის ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგცენტრი მოემსახურა. დედაქალაქის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, კიბოს პრევენციის მიზნით, ჩაიტარონ სკრინინგი, რადგან დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სრულად განკურნების საწინდარია. პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარს შეადგენს. 5. „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით“, ძვირადღირებულ პრეპარატებს 259 მოქალაქე იღებს. მედიკამენტები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 100 პროცენტით, ხოლო სხვა შემთხვევაში 80 პროცენტით ფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი 6 540 000 ლარს შეადგენს. 6. დღეისთვის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით 1 550 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ მერიის პროგრამაში თავდაპირველად 325 ბავშვი და სერვისის განმახორციელებელი ორი დაწესებულება ჩაერთო. წლიდან წლამდე, ექვსჯერ გაზრდილი ბიუჯეტისა და მიმწოდებელი დაწესებულებების რაოდენობის მატების პარალელურად, პროგრამაში ჩართულ პირთა რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა. პროგრამის ბიუჯეტია 6 968 400 ლარი. 7. „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, 459–მა ბავშვმა და ზრდასრულმა ისარგებლა. პროგრამის ბიუჯეტი 800 000 ლარს შეადგენს. 8. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფექციის მართვას ახორციელებს, მათ შორისაა, წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულოზი. ცენტრმა ამ მიმართულებით ათ თვეში 77 888 კვლევა ჩაატარა. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 586 000 ლარს. 9. თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა სამედიცინო საჭიროებებზე ზრუნვა და შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, წლის დასაწყისიდან 12 571 შემთხვევა დაფინანსდა. თბილისის მერია მოქალაქეთა მოთხოვნებს ოპერაციების, კვლევებისა და მედიკამენტების შესახებ, საქართველოსა და საზღვარგარეთ სრულად ან ნაწილობრივ აფინანსებს. უპირატესობა ენიჭებათ პრიორიტეტულ ჯგუფებს. ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებში 12 431, ხოლო საზღვარგარეთ – 140 შემთხვევა დაფინანსდა. პროგრამის ბიუჯეტია 14 000 000 ლარი.  

მერია უარყოფს ინფორმაციას, რომ თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო

თბილისის მერია სპეციალური განცხადებით უარყოფს ინფორმაციას, რომ თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო. „გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი - „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)“, - აღნიშნულია განცხადების ტექსტში.  

თბილისში, მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 9 დეკემბერს აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელიც. „საახალწლო ილუმინაციებისა და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება 9 დეკემბერს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ამინდი იქნება. ამასაც ვაკვირდებით. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუმცა, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 9 დეკემბერს განათდეს დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით. მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელი, სადაც ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით კვლავ შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. „მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.  

უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები დროებით გადატანილია გმირთა მემორიალთან - თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. „გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან. ახალ წელს ხვდებიან და ქალაქებს ნაძვის ხეებით რთავენ საომარ მდგომარეობაშიმყოფ უკრაინაშიც კი. ამ ფონზე, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლთა ფოტოსურათები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაეტანა. ამით, პირველ რიგში, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და თბილისელებსაც მიეცემათ ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა. ახალ წელს სიხარულით ელის ყველა, განსაკუთრებით, პატარები. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გიორგი კობიაშვილი უხელმძღვანელებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში ვაკანტური იყო, გიორგი კობიაშვილი წარადგინა. მისი თქმით, გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. „როგორც იცით, ვაკანტური იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი უწყება, რომლის მართვაზეც არის დამოკიდებული ჩვენი მიუსაფარი ცხოველების ბედი. ბევრი სასიკეთო ცვლილებაა დაგეგმილი ამ მიმართულებით, მთელი საკანონმდებლო ცვლილებები. დედაქალაქის მერია მზადაა, გამოყოს თანხები და განახორციელოს სხვადასხვა პროექტი იმისთვის, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ გიორგი კობიაშვილს, რომელსაც უყვარს ცხოველები და წლებია, დაინტერესებულია პრობლემების გადაჭრით. გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. იგი 2016-2018 წლებში მუშაობდა სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტში, ხოლო 2018-2022 წლებში იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი და საკმაოდ კარგი გამოცდილება გააჩნია“, - განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ცხოველთა მონიტორინგის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა. „დარწმუნებული ვარ, იმ გამოწვევების დაძლევას, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალებით შევძლებთ. მთელი რიგი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ყველა დაინტერესებულ პირს, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მოქალაქე, ექნება შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში ჩაერთოს. ჩვენ გვაქვს ამის მზაობა. გიორგი კობიაშვილს კი მინდა წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ.  

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით. მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. მელიქიშვილის გამზირიდან კი მძღოლები ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩებზე მოხვედრას ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების საშუალებით შეძლებენ. მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ, ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით. მსვლელობის გამო, გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეძლებენ; რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით - ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებიდან მოძრაობა აიკრძალება; თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს საშუალებით გადაადგილდებიან; ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით და შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, შემდეგ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედანს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება; ავტობუსი N359 ჯავახიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და მელიქიშვილის გამზირიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს; ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მელიქიშვილის გამზირიდან მოძრაობს, ზეთისხილის ხესთან დატრიალდება და ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით, მტკრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება; ავტობუსებს, რომლებიც კოჯრის მიმართულებით გადაადგილდებიან, ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, ბოლო გაჩერება ექნებათ ამაღლების ქ. N11-თან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. ავლაბრის მოედანზე მოძრაობის შეზღუდვისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გამოყენებით, შემდეგ დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩას. ტრანსპორტის მოძრაობა სრულად ალილოს მსვლელობის დასრულების შემდეგ აღდგება.  

ცოტნე დადიანის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა 7 თვით შეიზღუდება - თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, ცოტნე დადიანის მეორე შესახვევში (დავით აღმაშენებლისა და ცოტნე დადიანის ქუჩების დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთი) წყალარინების ქსელის მოწყობა იგეგმება, რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სამუშაოების პერიოდში საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იქნება დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პირდაპირ, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით და ასევე, უკუმიმართულებითაც. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები 10 იანვრიდან 10 ივლისის ჩათვლით იწარმოებს.  

თბილისის მერია: დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება

დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ყინვისა და ნალექის გამო, დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით პრობლემა შეიქმნა. „შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 200-მდე თანამშრომლითა და სამი ათეული სპეციალური ტექნიკით 24 საათის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას. ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები. მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით, თუ თქვენს ავტომობილს არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავოთ ავტომანქანით გადაადგილებისგან. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი – 2 61 90 50, 2 72 22 22“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.  

„საახალწლო სოფელი“ დღეს დაიხურება

ორბელიანის მოედანზე მდებარე „საახალწლო სოფელი“ დღეს კონცერტით დაიხურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  იქამდე კი სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, ეწვიონ ტკბილეულის ბაზრობას და სანტას სახლს, დაესწრონ ვორქშოფს, დრამერების მსვლელობას და ფლეშმობს. 13:00 საათიდან ათონელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო სცენაზე დაიწყება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი, ხოლო 20:00 საათზე ორბელიანის სცენა დაეთმობა SVANSIKH-ს. რაც შეეხება „საახალწლო სოფლის“ ფარგლებში გამართულ ბოლო კონცერტს, 21:30 საათზე ქარავნის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია. „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, ათონელის ქუჩასა და 9 აპრილის ბაღში ამოქმედდა. სამი კვირის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ყოველდღიურად მოესმინათ სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებისთვის, ბენდებისა და ანსამბლებისთვის. სამი სცენიდან ერთ-ერთი ეთმობოდა საბავშვო სტუდიებს. „საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე განთავსებული იყო მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საშობაო ბაზრობა, კვების ობიექტები, ფოტოზონა და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის, სადაც სხვადასხვა გასართობი აქტივობა და წარმოდგენები იმართებოდა.  

სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა წელსაც გაგრძელდება - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელსაც გრძელდება დედაქალაქის მერიის პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს. „თბილისის მერიის პროგრამით, რომელიც სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს, გასულ წელს, 500 ლარიანი ვაუჩერები გავაკეთეთ. წელსაც გრძელდება ეს პროგრამა. 2022 წელს 21 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით, რაც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ამ მიზნით, ყოველწლიურად 500 ლარის ღირებულების არამატერიალიზებული ვაუჩერი გაიცემა. რასაკვირველია, პროგრამა გრძელდება. მერია მოუწოდებს თბილისში რეგისტრირებულ საპენსიო ასაკის პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 ათასს არ აღემატება, ისარგებლონ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, უნდა მიმართოს ექიმს, ხოლო მის მიერ ელექტრონულად გაცემული ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე, ბენეფიციარი შეძლებს მედიკამენტის მიღებას სასურველ აფთიაქში. წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხა“, - განაცხადა კალაძემ.  

ტიციან ტაბიძის პირველ შესახვევთან ფერდი ჩამოიშალა

თბილისში, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან, რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.  

თბილისის მერია გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას იწყებს

დედაქალაქის მერია საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი საავტომობილო გზა განკუთვნილი იქნება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის, არსებულ პანდუსზე კი გზა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები მხოლოდ სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. „საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას ვიწყებთ იმიტომ, რომ აღნიშნული გზა, რომელიც გოთუადან სანაპიროს მიმართულებით ჩადის, დიდ პრობლემას წარმოადგენს თვითონ იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც ამ გზას იყენებენ. ასევე, პრობლემას წარმოადგენს მათთვის, ვინც სანაპიროზე მოძრაობს და გარკვეული ავარიული სიტუაციები იქმნება. ამჟამად არსებული პანდუსი ვერ უზრუნველყოფს საავტომობილო უსაფრთხოებას გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს კიდევ ერთი პანდუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მერია ქმნის აპლიკაციას, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ

თბილისის მერია მუშაობს აპლიკაციაზე – „ფიქს თბილისი“, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეები აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, მუნიციპალიტეტს ინფორმაციას ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე მიაწვდიან. „ფიქს თბილისი“- ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რაზეც წვდომა ექნება ყველა მოქალაქეს. იგი იქნება მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე დარეკვა, ინფორმაცია იყოს უფრო სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აპლიკაცია თავდაპირველად გააერთიანებს საგზაო ინფრასტრუქტურის, ხე-მცენარეების, გარეგანათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებების შესახებ ინფორმაციას. „საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა აღნიშნული აპლიკაციის ამუშავება, რადგან ქალაქში ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურა. ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა მასზე ოპერატიული რეაგირება. ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა ეს აპლიკაცია და თქვენთან, მოქალაქეებთან ერთად გვეზრუნა თითოეული პრობლემის მოგვარებაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ოპერატიული და ამასთან, იმ საკითხების ნუსხა გავზარდოთ, რომლის დაფიქსირებას მოქალაქე ამ აპლიკაციის საშუალებით შეძლებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აპლიკაცია პირველი მაისიდან ამოქმედდება, სადაც მოქალაქეები განახლებულ ინფორმაციას მიიღებენ, თუ რა ეტაპზეა მათ მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება. „მოქალაქე შეძლებს, დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიაწეროს მისამართი. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აპლიკაციის გამოყენების პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო თვეში გააცნობს. „აპრილში წარვადგენთ ამ აპლიკაციას ფართო საზოგადოების წინაშე, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას მისი გამოყენების შესახებ და გაჩვენებთ ვიზუალურად. დღეს, მოქალაქეები როდესაც კონკრეტულ დაზიანებებს ნახულობენ, რეკავენ ცხელ ხაზზე, უღებენ ფოტოს, დედაქალაქის მერიას ნიშნავენ სოციალურ ქსელში, პირადად მეც მიგზავნიან მსგავს ინფორმაციას. შესაბამისად, გვინდა ეს მიდგომები გავამარტივოთ“, -აღნიშნა კახა კალაძემ.  

ინფორმაცია, თითქოს გამგეობამ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, სრული სიცრუეა - თბილისის მერია

ინფორმაცია, თითქოს გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, სრული სიცრუეა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა როგორც უწყებაში განმარტავენ, პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარედ, სადაც გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედებების შესაძლო მიმდინარეობის არანაირი ნიშანი არ არსებობდა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა თითქოს გამოიწვია 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება იყო სრულიად შეუზღუდავი და არ იყო შემოსაზღვრული სპეციალური ნიშნით. რაც შეეხება საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, 4 აპრილს, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე კოლეჯის, 186-ე საჯარო სკოლისა და „ლელო არენას“ ორივე მხარეს, ბილიკების მიმდებარედ დაიწყო გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება. მსგავსი სამუშაოები ასევე ჩატარდა პეტრიწის ქუჩა N12 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ე.წ. წითელ ხაზებში, რადგან კორპუსის ამხანაგობის მხრიდან შემოსული იყო წერილი ტერიტორიის მოწესრიგების მოთხოვნით. ამასთან, ანალოგიური მოთხოვნა გავრცელდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში, რომელიც დიდი დიღმის მცხოვრებლებს აერთიანებს. ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, დიდ დიღომში, ჯამში, დაახლოებით, კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე საგამოძიებო მოქმედებების შესაძლო მიმდინარეობის არანაირი ნიშანი არ არსებობდა. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, არის სრული სიცრუე“,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 19 აპრილს, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. „კერძოდ, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით. რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის აკაკი წერეთლის გამზირზე მოძრაობა დარჩება ორმხრივი, თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი. ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება საგურამოს, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, არჩილ კერესელიძის, სულიკო კოროშინაძისა და წყალტუბოს ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით და პირიქით. საგურამოს, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩებიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, დავით ყიფიანის ქუჩიდან, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. არჩილ კერესელიძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რაჟდენ გვენეტაძის ქუჩით, ან, რაფაელ აგლაძისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების გამოყენებით, აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. სულიკო კოროშინაძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილდებიან გოგოლაურის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. წყალტუბოს ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ აგლაძის ქუჩის გავლით, როგორც მირცხულავას, ასევე, სამტრედიის ქუჩების გამოყენებით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გადაადგილება შეიზღუდება, როგორც გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტომობილებისთვის, ასევე, მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირისკენ, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ ამსვლელი ნაკადისთვის. აღნიშნული შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით, მარცხენა სანაპიროდან სამტრედიის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით. ხოლო, გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს აკაკი წერეთლის გამზირისა და სამტრედიის ქუჩების გამოყენებით. გიორგი ცაბაძის ქუჩიდან აკაკი წერეთლის გამზირისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება დარჩება უცვლელი. სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, მიმდებარე ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება“, – აცხადებენ მერიაში.  

ცნობილია 19 ქუჩა, რომლებზეც A კატეგორიის ის ტაქსები იმოძრავებენ, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის 19 ქუჩასა და გამზირზე შეეძლებათ. ეს ქუჩებია: მოსკოვის გამზირი; ჯავახეთის ქუჩა; ვიქტორ კუპრაძის ქუჩა; სესილია თაყაიშვილის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ქეთევან დედოფლის გამზირი; გრიგოლ ორბელიანის მოედანი; რუსთაველის გამზირი; თამარ მეფის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; ანა კალანდაძის ქუჩა; პეკინის გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი; ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; პეტრე იბერის ქუჩა. 5 ქუჩა/გამზირზე ისინი გადაადგილებას ვერ შეძლებენ. ეს ის ქუჩებია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. კერძოდ: ილია ჭავჭავაძის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავა ქუჩის ნაწილი, ილია ვეკუასა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩები. მერიის ინფორმაციით, A კატეგორიის იმ ტაქსების ოდენობა, რომელთა ასაკი 10 წელს აღემატება, 3500-ია.  

თუ მოგვცემენ სტატუსს, გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა - კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, რადგან ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული. „ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი, ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რამეს ვაყვედრით. ღმერთმა დამიფაროს. პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინელების წარმატება, თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ, პარამეტრებით და ციფრებით, საქართველო არის პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული - რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ. კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ მოხდა ეს. საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს. ამის შემდეგ მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

თბილისში ტაქსის საფასურის გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

თბილისში ტაქსიში მგზავრობის საფასურის გადახდა, მიმდინარე წლის 22 მაისიდან, სპეციალური QR კოდის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, QR კოდით გადახდა ნებაყოფლობითი იქნება და მისი დაკავშირება ნებისმიერ ანგარიშზე იქნება შესაძლებელი. „დღეის მდგომარეობით, ტაქსიში საფასურის გადახდა მხოლოდ ნაღდი ფულითაა შესაძლებელი, რადგან მძღოლებს საბანკო ტერმინალების შეძენის საშუალება არ აქვთ. კომპანია BKN301 Georgia-მ შემოგვთავაზა საინტერესო წინადადება. ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია QR კოდის გამოყენებით. ის შესაძლებელია მიებას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ კოდებს მძღოლები 2023 წლის 22 მაისიდან დედაქალაქის სხვადასხვა სერვისცენტრში მიიღებენ. „QR კოდები განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე. მომხმარებელი მობილური ტელეფონით დაასკანერებს QR კოდს და მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე. სურვილისამებრ, მძღოლები კოდებს მიიღებენ 2023 წლის 22 მაისიდან დედაქალაქის სხვადასხვა სერვისცენტრში. კერძოდ, თბილისის მერიის სერვისცენტრი - ჟ. შარტავას ქ. N7; სამგორის სერვისცენტრი - მოსკოვის გამზირი N14; გლდანის სერვისცენტრი - დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  

აპლიკაცია „ფიქს თბილისი“ 15 მაისიდან ამოქმედდება

აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირებას შეძლებენ, 15 მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია სპეციალური აპლიკაციის - „ფიქს თბილისის“ შესახებ, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ შექმნა. ეს არის მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიური კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტის ინფორმირება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ. დღეს მოქალაქე ან ცხელ ხაზზე რეკავს, ან „ფეისბუქზე“ გვაწვდის ინფორმაციას. ხშირად პირადად მეც მიგზავნიან ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს სკვერში რაიმეს დაზიანება, ან ატრაქციონი იყოს მოსაწესრიგებელი, დაზიანებული იყოს საგზაო ინფრასტრუქტურა, განათება და ასე შემდეგ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო გავამარტივოთ კომუნიკაცია და პრობლემის მოგვარება. ამ მიზნით, იქმნება შესაბამისი აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, მოგვაწოდოს ინფორმაცია. ჩვენც გვაქვს დიდი მოტივაცია, რომ ვიყოთ ძალიან სწრაფები აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. ვთქვათ, ადამიანმა ნახა, რომ პარკში ატრაქციონია დაზიანებული, აღნიშნული აპლიკაციით იღებს ფოტოს, მიუთითებს მისამართს და აგზავნის. ამ ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ექნებათ ვალდებულება, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ ეს პრობლემა. როდესაც პრობლემა მოგვარდება, მოქალაქეს მიუვა შეტყობინება ამის შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აპლიკაცია უნდა ამოქმედებულიყო პირველი მაისიდან, თუმცა Google play store-ისა და App store-ის ვერიფიკაციის პროცესის გამო, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, აპლიკაცია 15 მაისიდან ამოქმედდება. „ამჟამად აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას, ესენია: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება. შევეცდებით, დროთა განმავლობაში აღნიშნული ნუსხა კიდევ უფრო გავზარდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მანამდე გაიმართება პრეზენტაცია, სადაც აღნიშნული სიახლის შესახებ საზოგადოება კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.  

თბილისის მერიამ 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაურიცხა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 86 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 1 000 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 47-მა ვეტერანმა, ხოლო 500 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 39-მა წევრმა მიიღო. თბილისის მერიამ თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშზე განახორციელა.  

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია ხორციელდება, რის გამოც ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნავთლუღის ქუჩის კვეთიდან კახეთის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. „შეზღუდვა 10-11-12 მაისს – 22:00-დან 07:00 საათამდე, 13-14 მაისს – 24 საათის განმავლობაში, ხოლო 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება როგორც მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის, ასევე ნავთლუღის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის; ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე. რაც შეეხება მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მარჯვნივ მოხვევით, ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით, კვლავ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და შემდეგ მარცხნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.  

მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება ისევ შეზღუდულია

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია ხორციელდება, რის გამოც, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნავთლუღის ქუჩის კვეთიდან კახეთის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 10-11-12 მაისს 22:00-დან 07:00 საათამდე, 13-14 მაისს 24 საათის განმავლობაში, ხოლო 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. "დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, როგორც მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის, ასევე ნავთლუღის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის; ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე. რაც შეეხება მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მარჯვნივ მოხვევით, ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით, კვლავ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და შემდეგ მარცხნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ", - წერია უწყების განცხადებაში.  

22 მაისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საავტობუსო ზოლში გადაადგილების მანიშნებელი სტიკერები დაურიგდებათ - თბილისის მერია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 22 მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური სტიკერების გაცემა დაიწყება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სტიკერს მიიღებენ ტაქსის ის მძღოლები, რომელთა ავტომობილების ასაკი 10 წელს არ აღემატება. „22 მაისიდან ვიწყებთ სპეციალური სტიკერების დარიგებას, რომელიც იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს. სტიკერები დაურიგდებათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამასთან, პირველი ივნისიდან ამ სტიკერის მქონე ტაქსებს საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება ექნებათ. სტიკერების მიღება ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. სტიკერი განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მერიამ A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, სტიკერების გაცემა დაიწყო

თბილისის მერიამ 22 მაისიდან დაიწყო სპეციალური სტიკერების დარიგება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „1-ელი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც 10 წლამდე ავტომობილი ჰყავთ, ვაძლევთ შესაძლებლობას, საავტობუსო ზოლებში იმოძრაონ. 22 მაისიდან დავიწყეთ სტიკერების გაცემა, რაც იქნება მაიდენტიფიცირებელი იმისა, რომ აღნიშნულ ავტომობილს აქვს შესაძლებლობა, იაროს საავტობუსო ზოლში. ეს სტიკერი უნდა განთავსდეს ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. დანარჩენ ავტომობილებს, რომელიც არის A კატეგორიის და ასაკით 10 წლის ზემოთ, მხოლოდ იმის უფლება ექნებათ, რომ მგზავრი აიყვანონ და ჩაისვან საავტობუსე ზოლში“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დაწყებულია QR კოდების გაცემაც, რაც ტაქსებში მგზავრობის ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა. „პარალელურად დაწყებული გვაქვს QR კოდების გაცემა. რაც იძლევა საშუალებას, რომ მგზავრმა ბარათითაც შეძლოს მგზავრობის საფასურის გადახდა. ეს ტაქსის მძღოლებისთვისაც მნიშვნელოვანია. ასე მათ ექნებათ საშუალება, უფრო მეტ მგზავრს მოემსახურონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  

ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 26-27 მაისს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გვირაბში, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ მათი ინფორმაციით, 26 მაისის 09:00-დან 18:00 საათამდე აღნიშნულ გვირაბში მოძრაობა გადაიკეტება ცალმხრივად, ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. „ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩისკენ, ხოლო 18:00-დან 22:00 საათამდე, ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. კერძოდ, ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები მერაბ კოსტავას ქუჩისკენ გადაადგილდებიან მარჯვნივ მოხვევით, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, „სამაიას“ ბაღთან მოხვევით. რაც შეეხება 22:00 საათიდან 27 მაისის 00:30 საათამდე პერიოდს, ჯავახიშვილის ქუჩის აღნიშნულ ნაწილზე მოძრაობა კვლავ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი. შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება N528 მიკროავტობუსის მოძრაობის მარშრუტი. კერძოდ, სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან სვლას გააგრძელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე, გია ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გალაკტიონის ხიდს, შემდეგ კი, მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს. უკუმიმართულებისას, N528 მიკროავტობუსი გალაკტიონის ხიდიდან მხოლოდ „სამაიას“ ბაღამდე იმოძრავებს, შემდეგ კი მობრუნდება, მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას და ჩვეული მარშრუტით გადაადგილდება“, -აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისის მერიამ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების შესყიდვა მოხდება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ავტობუსების ნაწილი 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა. „18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა. 15 ივნისს მათთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების. ავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა - 2024 წლის ბოლომდე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. კალაძის თქმით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება. „შეიძლება დაისვას კითხვა, თუ სად უნდა იმოძრაოს 18-მეტრიანმა ავტობუსებმა. ამისთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ქუჩები ინფრასტრუქტურულად ადაპტირებული გავხადოთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ და რაც შეიძლება მეტ მგზავრს მოვემსახუროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. თბილისის მერმა კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების შესახებ, მერად პირველი ვადით არჩევიდან ერთი წლისთავზე, „გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას განაცხადა.  

სრული ტყუილია, თითქოს ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სრული სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თითქოს, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ინფორმაცია არის სრული ტყუილი და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. სტატია სათაურით – „კურიერმა კალაძეს ტიკტოკზე აგინა. სასამართლომ ის ორი ათასი ლარით დააჯარიმა“, ასევე გავრცელდა სოციალური ქსელებით, რამაც მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია. თბილისის მერიის პრესსამსახურის მიმართვის საფუძველზე, მოგვიანებით სტატიის სათაური უმნიშვნელოდ დაკორექტირდა. საია: სასამართლომ Tik-Tok-სა და Facebook-ზე გამოქვეყნებული ვიდეოსა და პოსტის საფუძველზე, პირი სამართალდამრღვევად მიიჩნია როგორც გაირკვა, ამბავი, რომლის შესახებაც მედიამ გუშინ აცნობა საზოგადოებას, გასული წლის 6 დეკემბერს მოხდა. აღნიშნული პიროვნების მიმართ განხორციელდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე, 173-ე მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობას. ჯარიმა სასამართლოს მიერ განისაზღვრა შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ხაზგასმა, თითქოს ახალგაზრდა დაჯარიმდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერის მისამართით გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, არის სრული ტყუილი, კონკრეტული მედიის მიერ აგორებული მორიგი პროვოკაცია და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა. გვინდა, მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას, რომელიც მათგან ელოდება არა ყალბ და დამახინჯებულ ინფორმაციას, არამედ რეალურ ფაქტებს. აქვე შევახსენებთ ყველას, ცილისწამება დანაშაულია, რომელიც ისჯება კანონის შესაბამისად“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.  

თბილისში რეგისტრირებულებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება

დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის მიზნით, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6 000 ლარი განისაზღვრება. „დედაქალაქის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც, უამრავ ადამიანს ვეხმარებით. ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს მათთვის, ვინც საჭიროებს ენდოპროთეზირებას, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. სექტემბრიდან დავიწყებთ დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას, რაც მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაციის დაფინანსებას გულისხმობს. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ხსენებული პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების არჩევის შესაძლებლობა ექნება. „თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება ვაუჩერული სისტემით განხორციელდება. შესაბამისად, მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების შერჩევაში თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. მსოფლიოს მასშტაბით, სახსრის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაცია ათასობით ადამიანს უტარდება და ეს თითოეული მათგანისთვის სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი შესაძლებლობაა. ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებს გვერდით დავუდგეთ და ფინანსური ტვირთი შევუმსუბუქოთ,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.  

ხმაურის ნორმების გადამეტებისთვის სანქციები გამკაცრდება

თბილისის მერია საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში ხმაურის ნორმების გადამეტებისთვის სანქციების გამკაცრების ინიციატივით მიმართავს. თბილისის მერიამ ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის მიზნით შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის განმარტებით, არსებული სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და ვერ ქმნის კანონდარღვევის ასარიდებლად პრევენციულ ზომებს. „ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თქვენ იცით როგორ აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ზოგ ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე დილის 08:00-დან ღამის 11:00 საათამდე, ხოლო ღამის 11:00-დან დილის 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ დაშვებულია ხმაურის დაბალი დონე, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ კანონს ხშირ შემთხვევაში არ იცავენ კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები და ა.შ. ამ ობიექტებში ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში, დილით, შუადღით, საღამოს თუ ღამით არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს. რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მოვუწოდე და ვთხოვე ყველა მსგავს ობიექტს, დაიცვან ხმაურთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები, ასევე დავავალე მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, რომ ამ მიმართულებით გაემკაცრებინა მონიტორინგი. ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის დადგენილი სანქციები უშედეგოა და არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან. ხშირ შეთხვევაში ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სანქციების მიზანი არის არა ბიზნესის დაზარალება, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა. „რა თქმა უნდა, ბიზნესს არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით, ხელს არავის არ ვუშლით. პირიქით, თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომები, ბევრი მხარდამჭერი პროგრამა განვახორციელეთ მათთვის, მაშინ, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდათ. მხედველობაში მაქვს პანდემიის ორწლიანი პერიოდი. რა თქმა უნდა არც მომავალში დავიხევთ უკან, მაგრამ ერთით მეორე არ უნდა დავაზიანოთ და ადამიანის უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული. კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით; მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე შედგა კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან. დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.

მეტროსადგურ „ვარკეთილს“ რეაბილიტაცია დაკეტვის გარეშე ჩაუტარდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაო სადგურის დროებით დაკეტვის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მერის განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა, რადგან გამარჯვებულმა კომპანია „მამისონმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები „ვერ და არ შეასრულა.“ „იცით, რომ აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია, სიმართლე ვთქვათ, გაჭიანურდა. ჯერ იყო გამარჯვებული კომპანია „მამისონი“, რომელმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა, შესაბამისად, მოგვიწია აღნიშნული კომპანიის გაშვება. დღეს ამ სამუშაოებს ახორციელებს „ბადა კონსტრაქშენი“. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ეტაპზე ვართ, რა სამუშაოები მიმდინარეობს, როგორ წარიმართება დროის თვალსაზრისით. გახსოვთ, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ, როდესაც ვიწყებდით აღნიშნული პროექტის განხორციელებას, ვთქვი, რომ რამდენიმე ხნით მოგვიწევდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დროებით დაკეტვა, რათა სამუშაოები ჩატარებულიყო. დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიახლე, კარგი ინფორმაცია გვაქვს ამ მიმართულებით, რომ სადგურის დროებით დაკეტვა არ დაგვჭირდება, ისე განხორციელდება სამუშაოები. მინდა, ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამუშაოების შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და, გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს მომდევნო წლის ზაფხულში,“ – აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, უკვე შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი. სადგურის ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი სრულად; მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები; განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის. „უახლოეს პერიოდში ასევე დაგეგმილია: ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი; ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და პროექტით გათვალისწინებული ფილების მონტაჟი. როგორც გითხარით, სამუშაოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დახურვას და ის ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები წარიმართება,“ – განაცხადა თბილისის მერმა.  

ბარნოვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე, კერძოდ, ბარნოვისა და მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბარნოვის ქუჩაზე 400 კვ.მ გზის კაპიტალური სამუშაოები ჩატარდება და სავალ ნაწილზე ქვაფენილი მოეწყობა. გზაზე ასევე, განახლდება ბეტონის ჩამკეტები. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოს გამო, 4 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ბარნოვის ქუჩაზე, ბარნოვისა და კოტე მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ბარნოვის ქუჩიდან მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით. მითითებულ მონაკვეთზე, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც და გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით: N408 და N420 მიკროავტობუსები, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მაყაშვილის ქუჩიდან ზანდუკელის, ბარნოვის, ტატიშვილის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან.  

კალაძის თქმით, ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ახლით ჩანაცვლდება

თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალ დამცავ ბადეს მოაწყობს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, თუმცა ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, სხვაგვარი პროექტის განხორციელებაა საჭირო. „გუშინ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. პირველ ეტაპზე, ჩატარდა შესაბამისი სამუშაო და საშიშროება მთლიანად მოხსნილია. დავიწყებთ დამატებით სამუშაოებს. მოხდება დაანკერება იმისთვის, რომ ეს ფაქტი ისევ არ განმეორდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, საჭიროა სხვაგვარი პროექტის განხორციელება, რომ უფრო დაცული ვიყოთ. ფერდზე არსებული ბადე ვეღარ ასრულებს დამცავ ფუნქციას. პრევენციის მიზნით, საჭიროა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა. პროცესში ჩართული გვყავდა დარგის სპეციალისტები. პირველი ასეთი პროექტი კოსტავას ქუჩაზე განვახორციელეთ, რომელიც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დასრულდება. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზეც ანალოგიური პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. კალაძის თქმით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, დაგეგმილი სამუშაოს გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. „დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაო საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ქვათაცვენის ამსახველი ფოტო მოქალაქემ სოციალურ ქსელში 14 აგვისტოს გაავრელა. თბილისის მერიის ცნობით, დაზიანდა ერთი ავტომანქანა. არავინ დაშავებულა.  

თბილისის მერია: ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენა დაფიქსირდა

თბილისის მერიის განცხადებით, საღამოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარე ფერდიდან მოხდა ქვათაცვენა. მერიის განცხადებით, კონკრეტულ მონაკვეთზე  მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა.  „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებობს პრობლემური მონაკვეთი, სადაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ქვათაცვენა. ვინაიდან ფერდზე წლების წინ მოწყობილი ბადე ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მიღებულია გადაწყვეტილება ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობის თაობაზე. კალაძის თქმით, ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ახლით ჩანაცვლდება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. დილის 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ხდება ფერდის ჩამოწმენდა და ნაშალი მასის გატანა. ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შესაბამისი ბადის მოწყობა, რომელიც ანკერების მეშვეობით ჩამაგრდება კლდის მყარ ქანებში. სამუშაოს პროცესში გზის ერთი ზოლი გადაკეტილია. გზა ასევე შეიზღუდება დღეს საღამოს დაფიქსირებული ქვათაცვენის ადგილზე, სადაც მოხდება სპეციალისტების მიერ ადგილის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება,“ - ნათქვამია მერიის განცხადებაში.  მანამდე Facebook-ზე მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ქვათაცვენის ფაქტინ ჩანს.  

მაყაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საკაბელო არხების დაერთების გამო, 26-27 აგვისტოს, 00:00-დან 06:00 საათამდე კოტე მაყაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.   კერძოდ, შეზღუდვა შეეხება მაყაშვილის ჩიხიდან ბარნოვისა და მაყაშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ბარნოვის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, პეტრე მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით, ხოლო მაყაშვილის ქუჩიდან ტრანსპორტი იმოძრავებს ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ივანე კერესელიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით. სამუშაო იწარმოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 10 სექტემბრის ჩათვლით, მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით,ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, პრევენციის მიზნით, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა გრძელდება. მიმდინარე სამუშაოს გამო, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 12:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე - ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. „შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით. გარდა ამისა, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 08:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. აღნიშნულ საათებში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილისა და ცინცაძის ქუჩების, ასევე, ჩოლოყაშვილის გზატკეცილის საშუალებით,“ - აცხადებენ მერიაში.  ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენა ბოლოს 17 აგვისტოს დაფიქსირდა  

ძლიერი წვიმა თბილისში: მერია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკაონ ქუჩებში გადაადგილებისგან

თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. „თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკაონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 72 22 22.“ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გამაფრთხილებელ შეტყობინებას ავრცელებს  

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას მისი ხელმძღვანელი ლაშა სამხარაძე ტოვებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, მას მადლობა გადავუხადო 9-წლიანი გაწეული შრომისთვის, მაღალი პასუხისმგებლობისთვის და ასეულობით შედეგიანი საქმისთვის. მადლობას ვუხდი მას იმ წლებისთვის, რაც ერთად ვიმუშავეთ, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ამ ქალაქისთვის კონკრეტული პროექტების განხორციელებით. მინდა, წარმატებები ვუსურვო შემდეგ საქმიანობაში,“ - განაცხადა კახა კალაძემ. უცნობია, სად განაგრძობს საქმიანობას ლაშა სამხარაძე ან რა გახდა მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი.    

დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდის მოწყობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 1-ელ, 3, 4 და 21 სექტემბერს, 05:00-დან 08:00 საათამდე, „თბილისი მოლიდან“ თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამასთან, აღნიშნავენ, რომ შეზღუდვის პერიოდში, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდის (ე.წ. ზაჰესის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.  

მერია ლაღიძის ქუჩაზე ისტორიულ კედლის დემონტაჟზე: შეთანხმებული პროექტი დაირღვა, დაწყებულია მოკვლევა

მთაწმინდის რაიონში, ლაღიძის N12-ში არსებული შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის განმარტებით, შეთანხმებული პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შენობის ფასადური კედელი. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, დამკვეთმა მომართა არქიტექტურის სამსახურს ნებართვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, წარმოდგენილი ფოტომასალით დასტურდებოდა, რომ სამშენებლო სამუშაო ჩატარებული იყო შეთანხმებული პროექტის დარღვევით, დამკვეთს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. „პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა. დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა. მოკვლევის პროცესში გატარდება საჭირო ღონისძიებები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მანამდე ისტორიული კედლის ნგრევაში ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.  

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

თბილისის მერიის განცხადებით, ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. „ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე. ძლიერმა ქარმა  ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა. თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები,  გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა. საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222.“ წერია განცხადებაში.  

კახა კალაძე: უახლოეს მომავალში განიხილება თბილისსა და სიჩუანს შორის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი

თბილისის მერი კახა კალაძე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სიჩუანის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სონგ ჩაოჰუას და სიჩუანის დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ინვესტიციები, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი, ტურიზმი და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები. შეხვედრაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ჩინეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ და ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო წარმატებული იქნება. თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში, ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობის ზრდის მიმართ არსებულ ორმხრივ ინტერესს. „ჩინეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და სურვილი გვაქვს, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2023 წლის ივლისში დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების. 2022 წელს ჩვენ აღვნიშნეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს მზარდი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება. 2022 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისსა და სიჩუანის პროვინციას შორის „პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესახებ“. უახლოეს მომავალში განიხილება თბილისსა და სიჩუანს შორის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხიც,“ - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, სიჩუანის პროვინციის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სონგ ჩაოჰუამ თბილისსა და სიჩუანის პროვინციას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.  

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც „თბილისის განვითარების ფონდი“ განახორციელებს, პირველ ეტაპზე, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია მოხდება.  „თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება გამზირზე არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები და კონსტრუქციული ნაწილები; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება და მოწესრიგდება ფასადებზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები. ტერიტორიაზე არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლები, რომელთაც სპეციალური დამუშავება, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. უკვე მთლიანად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე, გუდიაშვილის მოედანი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ბოლო ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, ორ წელი გაგრძელდება.  „შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამ თვალსაზრისით გამზირზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები, კომუნიკაციების დაზიანების გამო. საგზაო სამუშაო ბოლოს ჩატარდება, როდესაც ფასადების ძირითადი ნაწილი მოწესრიგებული, ხოლო შენობები გამაგრებული იქნება. სარეაბილიტაციო პროექტი ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება, რადგან ბევრი შენობა-ნაგებობაა და ამას საგზაო ინფრასტრუქტურაც ემატება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია განსაზღვრული, საიდანაც 60 მილიონი შენობების რეაბილიტაციისთვის, 30 მილიონი კი, საგზაო ნაწილის მოწყობისთვის დაიხარჯება.  

კალაძე: წელს თბილისს ახალი ნაძვის ხე ექნება, 15 დეკემბერს ვგეგმავთ მთავარი ნაძვის ხის ანთებას

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს თბილისს საახალწლოდ ახალი ნაძვის ხე ექნება. მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირი საახალწლოდ დეკემბრის დასაწყისში მოირთვება, მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება. „საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. 30-ზე მეტ ქუჩაზე უკვე განთავსებულია საახალწლო ილუმინაციები. რუსთაველის გამზირი დეკემბრის დასაწყისში ახალი განათებებით მოირთვება. მეტი ვიზიტორი ეყოლება ჩვენს ქალაქს. თბილისი, ახალ 2024 წელს, ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება. გასულ წელს ნაძვის ხეს ცეცხლი მოეკიდა, ფოერვერკი ესროლეს და სახანძროს ჩართულობით მოხდა ცეცხლის ჩაქრობა. ნაძვის ხე დაზიანდა. მოგვიწია ახალი ნაძვის ხის ყიდვა. 15 დეკემბერს ვგეგმავთ მთავარი ნაძვის ხის ანთებას. იქნება შესაბამისი კონცერტი. 16 დეკემბერს იგეგმება უკვე საახალწლო სოფლის გახსნა. სოფელი განთავსებული იქნება დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე. ეს ორი ლოკაცია იქნება. რაც შეეხება გალა - კონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე ვუმასპინძლებთ 31 დეკემბერს. გპირდებით, რომ ჩვენი ქალაქი წელს იქნება ძალიან ლამაზი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თბილისი ახალ წელს კიდევ უფრო ლამაზად და გამორჩეულად შეხვდეს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით კი საახალწლო დღეებში. „უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი საახალწლოდ კიდევ უფრო ლამაზი და გამორჩეული იყოს. დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია. შეამჩნევდით, რომ ქუჩები უკვე ირთვება ილუმინაციებით. 30-ზე მეტ ქუჩაზე დამონტაჟდა საახალწლო განათებები და ეს პროცესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო ღონისძიებები. უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეებს. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, წელსაც გვექნება სიახლეები. თბილისის მთავარი გამზირი - რუსთაველი დეკემბრის დასაწყისში მოირთვება ახალი განათებებით და ვფიქრობ, ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით საახალწლო დღეებში. ლამაზია საახალწლო სოფელი და ეს ტრადიცია წელსაც გვექნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი მნახველი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას და ქალაქს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისს ახალი ნაძვის ხის შეძენა 720 ათასი ლარი დაუჯდება. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. სატენდერო განაცხადის თანახმად, ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 24 მეტრი. მას 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება ექნება. ნაძვის ხე 100 აქსესუარით მოირთვება. ტენდერში კომპანია ღამის შოუს სტუდიამ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. განაცხადის მიხედვით, კომპანია თბილისის მერიას ნაძვის ხეს 720 ათას ლარად მიაწვდის, რაც სატენდერო ფასზე 10 ათასი ლარით ნაკლებია.  

ხარვეზის გამო, ზონალური პარკირების სისტემა დროებით ავტომატურად გაითიშება

მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნულ პერიოდში ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება. ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.  

თბილისის გარკვეულ ტერიტორიებზე, 08:00-დან 11:00 და 17:00-დან 20:00 საათამდე დიდგაბარიტიანი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება

თბილისის მერიის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თემა ეხება სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. საზოგადოებამ იცის, თუ რამხელა რეფორმა წამოვიწყეთ 2017 წელს. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც განვახორციელეთ: განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები, ველოდებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას, განხორციელდა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად გამოვცვალეთ ძალოვანი კაბელები, დაგეგმილი გვაქვს ვაგონების მოდერნიზება, განხორციელდა ტაქსების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ა.შ. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს. ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში არსებული კერძო ავტოპარკი. დღეს თბილისში 650 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს, განსაკუთრებით პიკის საათებში. საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, რომლებიც, თავიანთი გაბარიტებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძალიან აფერხებენ მოძრაობას, ასევე, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან საგზაო მოძრაობა პრაქტიკულად დიდი ხნით ჩერდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კანონის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3 , N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში; გარდა ამისა, მერის განცხადებით, რეგულაცია მთელი ქალაქის მასშტაბით არ იმოქმედებს. „აღნიშნული მანქანების მოძრაობის აკრძალვა არ მოხდება მთელი ქალაქის მასშტაბით, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე. კერძოდ, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში, ასევე, აგვისტოში. „აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია საერთოდ არ გავრცელდება. ეს საგამონაკლისო შემთხვევები ცხადია დაკავშირებულია აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებთან, როგორიცაა მაგალითად: საზოგადოებრივი ტრანსპორტი; მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი; მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ.,“ - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე განმარტებით, აღნიშნული წესების დარღვევისთვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს - პირველ შემთხვევაზე, 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარის ოდენობით. მერის განმარტებით, შეზღუდვა საწყის ეტაპზე გარკვეულ გავლენას იქონიებს ეკონომიკურ სექტორზე, ბიზნესზე. შესაბამისად, შედგა რამდენიმე შეხვედრა ბიზნეს-ასოციაციასთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც კანონპროექტის დეტალები განიხილეს. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენს აღნიშნული რეგულაცია, არის სამშენებლო სექტორი. კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორის როლი დღევანდელ ეკონომიკაში, ამიტომ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეფერხება, რაც არსებითად დააზიანებს, როგორც თავად ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, პოტენციური მყიდველის კუთხით,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დაავალა ვიცე-მერს, კიდევ ერთხელ განიხილოს აღნიშნული საკითხის დეტალები შესაბამის სექტორთან და საბოლოო, შეჯერებული პოზიცია წარუდგინოს თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად.  

თბილისის მერია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის მოსარგებლეებს სრულად დააფინანსებს

თბილისის მერია 2024 წლის იანვრიდან „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  „პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი - 50%-ით უფინანსებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, ერთ პაციენტს თბილისის მერია წლის განმავლობაში მინიმუმ 21 600 და მაქსიმუმ - 61 150 ლარით აფინანსებს, ხოლო მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 40 500 და მაქსიმუმ 65 340 ლარით. „ყველამ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს, რომლითაც იმ ადამიანებს და ოჯახებს ვეხმარებით, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. მსგავსი პროგრამებით ყველას გვერდით დავუდგებით, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. მინდა, პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, რათა არავის არასდროს დასჭირდეს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა,“ - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, 7 იანვარს ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება. თბილისის მერიის ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით. „მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. მელიქიშვილის გამზირიდან კი მძღოლები ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეებების ქუჩებზე მოხვედრას ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების საშუალებით შეძლებენ. მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ, ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით. მსვლელობის გამო, გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეძლებენ; რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით - ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებიდან მოძრაობა აიკრძალება; თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს საშუალებით გადაადგილდებიან; ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით და შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, შემდეგ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედანს.   შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გააგრძელებს და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ხოლო N359 ავტობუსი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდება რევაზ ლაღიძის ქუჩას და რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს. ტრანსპორტის მოძრაობა სრულად ალილოს მსვლელობის დასრულების შემდეგ აღდგება,“ - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მედიის ცნობით, მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე ორ კონტრაქტორს ხელშეკრულება შეუწყვიტა

რადიო თავისფლების ცნობით, თბილისის მერია საკუთარი ლაბორატორიიდან მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა. დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, წერია, რომ უცნობია, როდის დასრულდება მიმდინარე სამუშაო. „ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოები არ მიმდინარეობდა. დაფიქსირებული იქნა, ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისგანაც. კერძოდ, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა," - წერია თბილისის მერის, კახა კალაძის გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც 2024 წლის 15 იანვრით არის დათარიღებული. მან ამ ბრძანებით შეწყვიტა ხელშეკრულება ორ კონტრაქტორ კომპანიასთან (შპს „ერ ტე დე“-ს (ს/ნ: 406102550), ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან (ს/ნ: 400118047), რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაო. 2023 წლის 20 აპრილს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი აცხდაცებდა, რომ ერთ-ერთი დატვირთული წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.  

თბილისის მერია: წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში

თბილისის მერიის განცხადებით, კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში. „თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე ორ კონტრაქტორს ხელშეკრულება შეუწყვიტა.  

მერის მოადგილე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე: ალტერნატიული კომპანიების მოძიება დაჩქარებულად მიმდინარეობს

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ალტერნატიული კომპანიების მოძიება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ბენდელიანის თქმით, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. „გუშინ მოხდა საგზაო მიმართულებით განმახორციელებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების შეწყვეტა. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, ისეთი როგორიც არის ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე გარკვეულ ნაწილში იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევს კომპანიებს. ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან, იცით, რომ ჩვენ მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის თვის ბოლოს, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად უნდა აღდგეს და საგზაო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. ამიტომ დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებები, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, შეუფერხებლად გაგრძელდება სამუშაოები. ვადა არ გადაიწევს - იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი," - განაცხადა მერის მოადგილემ. მისივე თქმით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ის თანხები დაიხარჯება, რაც თავიდანვე გამოყოფილი იყო და პროექტის განხორციელებისთვის არც ერთი ლარით მეტი არ დაიხარჯება. „ხარვეზების გამოსწორება მოუწევს იმ კომპანიებს, ვინც ობიექტზე სამუშოებს გააგრძელებენ, თუმცა იმ კომპანიებს, რომლებმაც ეს ხარვეზი დაუშვეს, ამ კომპანიების მიმართ, ამ სამუშაოების თანხა არ იქნება გადარიცხული. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც ერთი ლარით მეტი არ დაიხარჯება ამ მიმართულებით. ის თანხა, რაც იყო გამოყოფილი, დარჩენილი თანხის ფარგლებში მოხდება ახალ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება,“ - აღნიშნა მერის მოადგილემ. თბილისის მერია: წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში  

კახა კალაძე: პირველი შემთხვევა არ არის, რომ კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ - ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა

თბილისის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე, მედიის შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ “პირველი შემთხვევა არ არის, რომ კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ - ზოგადად, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა.“ კახა კალაძე აცხადებს, რომ წერეთლის გამზირზე დათქმულ ვადაში - იანვრის ბოლოს საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება. „მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაო,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელისა ნაკლებობაა, რის გამოც, მასშტაბური პროექტების განხორციელებისას, მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები ხშირად ირღვევა. „სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის. გარკვეული დრო დასჭრდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება. ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხარისხს და დათქმული ვადებში დაცვას,“ - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძე: სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს ორმხრივად აღდგება  

წერეთლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება

თბილისის მერიის განცხადებით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოს გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება. მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე საგზაო სამუშაო ბოლო ეტაპზეა. „ამ დროისთვის,  მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაო ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, ორი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება. კერძოდ, N311, N 327 ავტობუსები და  N458, N 476, N 504 მიკროავტობუსები, რომლებიც წერეთლის გამზირიდან მოძრაობას  წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ აგრძელებენ, ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ. ხოლო, უკუმიმართულებით წერეთლის გამზირისკენ მოძრაობისას, N 320 ავტობუსი და  N 536, N 551 მიკროავტობუსები აღმაშენებლის გამზირზე აღარ შევლენ და მოძრაობას თამარ მეფის გამზირზე გააგრძელებენ, შემდეგ კი წინამძღვრიშვილის ქუჩით  წერეთლის გამზირს დაუკავშირდებიან. N 476, N 458  მიკროავტობუსები, სადგურის მოედნისკენ მოძრაობისას, დავით ყიფიანის ქუჩიდან სვლას აღმაშენებლის გამზირისკენ გააგრძელებენ, რის შემდეგაც თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით აბასთუმნის ქუჩას დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, სადგურის მოედნიდან თამარ მეფის გამზირს და აღმაშენებლის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდეგ, დავით ყიფიანის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ,“ წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება  

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 21 და 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ,“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე, 24 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე გზა გადაიკეტება მელიქიშვილის გამზირზე, რომლის გახსნის შემდეგაც საგზაო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე. შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. რაც შეეხება კოსტავას ქუჩას, შეზღუდვა შეეხება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთს. შეზღუდვის პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.  

25-26 იანვარს, ღამით ერისთავის ქუჩაძე მოძრაობა იზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, „წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, რომელიც დასრულების ეტაპზეა, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება.“ კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00-დან 07:00 საათამდე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში.  

თბილისის მერია: წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად პირველ თებერვალს აღდგება

წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად პირველ თებერვალს აღდგება. როგორც მერიაში განმარტავენ, დარჩება დამატებითი სამუშაოები, რომლებიც მარტის თვეში დასრულდება. „ერთ მხარეს ასფალტის დაგება დასრულებულია, მეორე მხარეს ამ წუთას იგება. ხვალ დასრულდება ძირითადი ნაწილი, ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ თებერვალს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგეს. ხვალ მოირეცხება [გზის ნაწილი]. სამი ფენა ასფალტი უკვე დაგებულია. დამატებითი სამუშაოები, ტროტუარის მოწესრიგება და ა.შ. პარალელური რეჟიმით მიმდინარეობს და როგორც ითქვა, მარტში დასრულდება,“ - განაცხადეს მერიაში „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

18-მეტრიანმა ავტობუსმა თბილისში მოძრაობა დაიწყო

„დღეიდან, N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ავტობუსები დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. „ჩვენ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს იმ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი. დღეს დილიდან N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა. საზოგადოებამ იცის, რომ არასდროს ამირიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის. კარგად ვიცით, რომელი უბანი რა გამოწვევების წინაშე დგას. შემთხვევითი არ არის, რომ პირველ რიგში, დიდი დიღმის მარშრუტზე შევიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსი. ახალი ავტობუსები დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე  აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ,“ - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია სამომავლოდ კიდევ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას აპირებს. „18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. 50 ერთეული უკვე თბილისშია, მათი აღჭურვა და მოწესრიგება მიმდინარეობს და ეტაპობრივად ხაზებზე გავა. მთლიანად 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გვაქვს ნაყიდი. თავიდან 200 ერთეული გვინდოდა, მაგრამ რისი საშუალებაც გვქონდა, იმდენი შევიძინეთ. სამომავლოდ ვაპირებთ კიდევ 40 ერთეულის ყიდვას,“ - განაცხადა თბილისის მერმა. დედაქალაქის მერიის განცხადებით, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.    

კახა კალაძე მესამე ვადით თბილისის მერობაზე: გამორიცხული არაფერია, ყველაფერი წინაა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად თავისი კანდიდატურის დაყენება 2025 წლამდე ვერ მოხდება, რადგან არჩეული  მერია და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დასასრულებელი. „როგორც იცით,  2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.  ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. ჟურნალისტის კითხვას, რამდენად შესაძლებელია, მესამე ვადით გახდეს მერი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ „გამორიცხული არაფერია, ყველაფერი წინაა.“  

წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება

აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება. თბილისის მერიის ცნობოთ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით. გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა ასევე, შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით. გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი ცაბაძის ქუჩის ნაწილზე და გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ცალმხრივად. კერძოდ, ავტომობილები იმოძრავებენ თევდორე მღვდლის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.        

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, მერიის ყოფილ თანამშრომელს საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, მსჯავრდადებულ გიგა გიგაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებითაა გასამართლებული, სასჯელს სახლში მოიხდის. მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინა პატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო. ვახტანგაშვილის ადვოკატმა კახა წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, სასჯელის 1/3 მოხდილი ჰქონდა, შესაბამისად, კანონმდებლობა აღნიშნულს ითვალისწინებდა. „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მის მიმართ სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხი განიხილა. აღნიშნული დაკმაყოფილდა, ვინაიდან ის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვისაა გასამართლებული, კანონით, 1/3-ის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია, ეს საკითხი დადგეს, პატიმრობიდან გათავისუფლდა, ის შინა პატიმრობითა და ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა. 3 წელი ჰქონდა მისჯილი, წელიწადი და 3 თვე მოიხადა, დანარჩენს სახლში მოიხდის“, - განაცხადა წერეთელმა. ცნობისთვის, გიორგი ვახტანგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. იგივე მუხლით დააკავეს და 3 წლით აქვს თავისუფლება აღკვეთილი ვახტანგაშვილის უფროსს, გიგა გიგაშვილსაც, თუმცა, მისი საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი, დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გიორგი ვახტანგაშვილთან ერთად ბრალდებული იყო კიდევ 8 პირი, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, 8 პირის მიმართ კი, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მათ საქმეს ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სხდომებს დაესწრება მსჯავრდებული გიორგი ვახტანგაშვილიც.  

ომბუდსმენმა თბილისის მერიას, დასაქმებულთა დარღვეული შრომის უფლების აღდგენის წინადადებით მიმართა

სახალხო დამცველმა თბილისის მერიას და მის მიერ დაფუძნებულ ხელოვნებისა და სპორტულ დაწესებულებებს, თანამშრომლებთან დადებული შრომის ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის წინადადებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის ოფისში აცხადებენ, თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 29 ხელოვნების სკოლაში, ერთ ხელოვნების კოლეჯსა და 2 სპორტულ დაწესებულებაში დასაქმებულ 918 პედაგოგს/მწვრთნელს ბოლო 10 წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლია, ვინაიდან მათთან ყოველ წელს შრომითი ხელშეკრულება 10 თვის ვადით იდება. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების 1 წელზე ნაკლები ვადით დადების საფუძველი არ არსებობს. „დადგინდა, რომ პედაგოგებს და მწვრთნელებს კანონშეუსაბამოდ ეზღუდებათ ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობა, ასევე უფლება შეინარჩუნონ სამუშაო ადგილი და დაცული იყვნენ დაუსაბუთებელი და უკანონო გათავისუფლებისგან, ვინაიდან 10 თვის ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელს აძლევს ფორმალურ საფუძველს, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვიტოს,“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.  

თბილისის ანძა დომინიკის რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა

დომინიკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად, თბილისის ანძა ამ სახელმწიფოს დროშის ფერებში განათდა. დომინიკის რესპუბლიკა დღეს ჰაიტისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას აღნიშნავს. დამოუკიდებლობის ომიდან, რომელიც 1844 წლის 27 თებერვალს ჰაიტისგან დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა, 180 წელი შესრულდა. ამ დღეს დომინიკის რესპუბლიკაში არაერთი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავენ. იმართება სადღესასწაულო მარში და კოსტიუმირებული კარნავალი, რომლისთვისაც ყველა მოქალაქე საგანგებოდ ემზადება.  

18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით, 4 მიმართულებით იმოძრავებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2 მარტიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით მარშრუტებზე ივლის. მისი განმარტებით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც დიდი მგზავრთნაკადია. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შეძენილია 160 ცალი 18- მეტრიანი ავტობუსი, აქედან 50 უკვე თბილისშია, დანარჩენი კი, ეტაპობრივად შემოვა. „60 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. 2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად გაშვებას. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით,“ - აღნიშნა თბილისის მერმა. მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე: N301, N308 და N314. ამასთან, როგორც მთავრობის დღევანდელ სხდოომაზე კახა კალაძემ განაცხადა, 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება  

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებისას მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეიდან, 6 მარტიდან, დაფინანსების მისაღებად სტუდენტების განაცხადებების მიღება იწყება. 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიას შეუძლიათ მიმართონ სოციალურად დაუცველმა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებმა, რომლებიც დედაქალაქში არიან რეგისტრირებული. „დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი,“ - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა განმარტა, გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. სტუდენტებს სემესტრული თანხის ფარგლებში შეუძლიათ მიიღონ (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება. კახა კალაძის ინფორმაციით, განცხადებების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ თბილისის მერიის ვებსაიტს - www.tbilisi.gov.ge.  

კალაძე: სხვადასხვა მარშრუტს ავტობუსები დაემატება, რაც მოცდის ინტერვალს შეამცირებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში, სხვადასხვა მარშრუტს ავტობუსები დაემატება, რაც მოცდის ინტერვალს შეამცირებს. კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განმარტა, რომ პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს სიახლეები - კერძოდ, დედაქალაქში მოქმედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს ავტობუსები დაემატება, რაც მოცდის ინტერვალს შეამცირებს. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც აქამდე N301, N302, N308-სა და N314 მარშრუტებზე მოძრაობდნენ. პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გასტანს. პირველ ეტაპზე ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე: N293 მარშრუტზე მოძრავი „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით და მოლოდინის დრო შემცირდება 10 წუთამდე; N387 მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც, ინტერვალი იქნება 11 წუთი; N393 მარშრუტზე მოძრავი „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, ჩანაცვლდება „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით და ინტერვალი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე; ავტობუსების დამატებით, N305 მარშრუტზე მოლოდინის დრო გახდება 8 წუთი, N319 მარშრუტზე - 7 წუთი, N321 მარშრუტზე -10 წუთი, N336 მარშრუტზე - 9 წუთი. გამოთავისუფლებული ავტობუსები სწორედ იმ მარშრუტებზე გადანაწილდებიან, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვაა,“ - განაცხადა კალაძემ.  

მერიამ „აგენტების კანონის“ სარეკლამო პლაკატების გავრცელების საკითხზე მოკვლევა დაიწყო

თბილისის მერის მოადგილის, კახაბერ გულედანის ინფორმაციით, დედაქალაქში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  პლაკატების გამოკვრაზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას მოკვლევა დაწყებული აქვს. „ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება - გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა და მივყვებით პროცესს. მუნიციპალიტეტს აღნიშნულ საკითხზე ნებართვა არ გაუცია. სანქციები გახლავთ შემდეგი: გააჩნია ზონას 200 ლარიდან 1000 ლარამდე არის ჯარიმა. მოკვლევა ჩატარდება და იმ პლაკატებზე, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული იქნება შესაბამისი სანქციები,” - განაცხადა კახაბერ გულედანმა. ჟურნალისტის კითხვას, ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური შინაარსის პლაკატები, რომლებიც ქალაქში გამოჩნდა, მათ შორის, “ქართული ოცნების” მხრიდანაც გაკრული იყო და სანქციები მათაც ეკისრებათ, თუ მათ ნებართვა აღებული ჰქონდათ - დედაქალაქის მერის მოადგილე პასუხობს: “როგორც გითხარით, ნებართვა არცერთ პლაკატზე გაცემული არ არის მუნიციპალიტეტის მხრიდან. დანარჩენზე მოკვლევა მიმდინარეობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ.”  

თბილისის მერია: დღევანდელი შეკრება არის არასანქცირებული

თბილისის მერია „არასანქცირებულს“ უწოდებს პარლამენტთან ამჟამად მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას. თბილისის მერია პარლამენტის შენობასთან მყოფ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, "თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა." „მიმდინარე წლის 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით. შეკრების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დაგეგმეს სამზადისის დაწყება სამი დღით ადრე და მოითხოვეს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება. არსებობს კანონის შესაბამისი გაფრთხილება, რომ 27 აპრილიდან 30 აპრილამდე, „ქართულ ოცნებას“ დაკავებული აქვს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის სცენა, მონტაჟდება ეკრანები და სხვადასხვა აპარატურა. თბილისის მერიამ დილითვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 29 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილებაც. შესაბამისად, აქციის იმ მონაწილეების, შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა,“ - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული და აქციის გამართვას სპეციალური ნებართვა არ სჭირდება.